ეუთო-ში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს
პოლიტიკა - 19:52, 23 Mar, 2018     1223
2018 წლის 22 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილზე 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

საქართველოს დელეგაციის მიერ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მოსკოვი ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის მასობრივ უკანონო და იძულებით პასპორტიზაციას, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას.

ქართულმა მხარემ ასევე დაგმო ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა და კანადა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გამართული არჩევნების დაგმობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

აშშ-ს წარმომადგენელმა ასევე დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელი ნაწილია. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებები 2018 წლის 15 მარტს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც გაკეთდა. საქართველოს დელეგაციამ დაგმო რუსეთის ფედერაციის განზრახვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რის შესახებაც მკაცრი განცხადება გააკეთა ასევე კანადის წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42