"21 დღეს კომაში ვიყავი, ხელი მომკვეთეს. სახლში, რომ მოვედი დაცარიელებული დამხვდა, ქმარი ქირით თბილისში გადასულა..."
სოც.მედია - 19:43, 23 Mar, 2018     36385
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 34 წლის მარინა ბურდულის ისტორიას.

მარინა ბურდული, 34 წლის, ქვეშეთი

„23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემს გარდა არავინ დაშავებულა.

21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი, დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი, რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ.

საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს, მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამათილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს - ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში - საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს.

ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტროობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს.

ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს.

ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხია. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს.

ჩვენი შემოსავალი 300 ლარია - მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით 200 ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ.

სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60 ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვნი. სადაც ამადენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია, ფოტო: ნინო ბაიდაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42