"მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს" - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 19:29, 23 Mar, 2018     1247
პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიღებას მიესალმება. მისი თქმით, აღნიშნული კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

"დღეს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია მიიღო.

დღეიდან ქვეყანას აქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სტაბილურობასა და პლურალიზმს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში, შესაბამისად, გამორიცხავს ავტოკრატიას.

ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში - საკონსტიტუციო კომისიას, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ექსპერტებს, საზოგადოებას, ჩვენს ხალხს, ყველას, ვინც მონაწილეობდა საყოველთაო განხილვებში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ვენეციის კომისიას, პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მთელ ამ პროცესში და ძალიან დადებითი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა კონსტიტუციის გაჯანსაღებაზე.

2013 წელს უკვე გადავდგით ნაბიჯები საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისა და პარლამენტის როლის გაზრდის მიმართულებით. კონსტიტუციიდან ამოღებულია მუხლი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას ანიჭებდა და პარლამენტს არ ჰქონდა რეალური ბერკეტი, არ მიეღო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

ეს ტენდენცია გაგრძელდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების პროცესშიც. ჩვენ, მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება, წავედით ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყანას ჰქონოდა დაბალანსებული კონსტიტუცია და გადავსულიყავით სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე.

მოგეხსენებათ, ახალ რედაქციაზე მუშაობისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვა. საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარი ვუთხარით წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას - კონსტიტუცია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და კონკრეტულ პერსონებზე მოგვერგო.

დღეიდან ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომლითაც დაბალანსებული და გადანაწილებულია პასუხისმგებლობა ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტს აქვს ბუნებრივი როლი და წონა; გამარტივებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, პრეზიდენტს აქვს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; გარდამავალ დებულებებში ასახულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. ამას გარდა, გათვალისწინებულია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ამავე დროს, პოლიტიკური კონსენსუსისთვის გადაიდგა.

სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნების საფუძველზე აისახა დოკუმენტში ის, რომ 2024 წლიდან ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. ჩვენ, კონსტიტუციის განხილვების პროცესში არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გუნდის შიგნით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ბარიერი დაიწევს 5-დან 3 პროცენტამდე. ამავე დროს, ერთჯერადად შენარჩუნდება საარჩევნოდ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა.

მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ყოველთვის იყო, თუმცა რეალური და ქმედითი ნაბიჯები მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა.

ასევე, ბოლო ცვლილებებით გაუქმებულია ბონუსების სისტემა, რაც ნიშნავს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. ეს ცვლილებები გამორიცხავს ოპონენტების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ დაბალანსებული კონსტიტუციის მიღებით. ეს უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინსვლის წინაპირობა და გარანტი" - აღნიშნა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42