"აფხაზეთი არის საქართველო..." - საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე
პოლიტიკა - 17:05, 23 Mar, 2018     1088

23 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილეს კარლო ნატალეს შეხვდნენ.

ელგუჯა გვაზავამ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სტრუქტურული შემადგენლობის, ომამდე და ომის შემდეგ მისი იდეოლოგიურ-საკანონმდებლო საქმიანობის, დევნილობაში ფუნქციონირების თავისებურებების შესახებ.

შეხვედრაზე გააცნეს რა დოკუმენტური წყაროებით დადასტურებული აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ლიტერატურა, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებში მათი გავრცელების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი, რაც უპირველესად მსოფლიოს წინაშე აფხაზეთის კონფლიქტის რეალური მიზეზებისა და შესაბამისად, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ობიექტურად წარმოჩენას უწყობს ხელს.

კარლო ნატალემ მადლობა გადაუხადა უმაღლეს საბჭოს მოწვევისთვის და განაცხადა, რომ ევროკავშირი დეტალურად იცნობს აფხაზეთის პრობლემას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. შეკითხვაზე - როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელების ევროპის ქვეყნებში ვიზიტთან და იქ ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით, მან უპასუხა - „მიუხედავად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებისა, თითქოს დიპლომატიურ დონეზე ხდება ვიზიტები, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის ყალბი ინფორმაციის პროპაგანდის ინსცენირება და მისი პრევენცია ყოველთვის ადვილი არ არის. აფხაზეთი არის საქართველო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობა არის ხელშეუხებელი“. მან ასევე დეპუტატების არაერთ აქტუალურ შეკითხვას გასცა საინტერესო პასუხი. ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებთან დაკავშირებით მსჯელობისას შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემზარავი მკვლელობის ფაქტებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42