პერსონალურ მონაცემთა დაცვა - 2017 წელს 274 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
პოლიტიკა - 16:49, 23 Mar, 2018     1187

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გაწეული საქმიანობის თაობაზე, 2017 წლის ანგარიში წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობის რაოდენობა. სამსახურის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს სტატისტუკური მონაცემებიც გააცნო და აღნიშნა, რომ 2017 წელს შესწავლილი იქნა 385 საქმე, საიდანაც 274 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

„145 ფაქტზე ორგანიზაციებს დაეკისრათ ჯარიმა, გაიცა 53 გაფრთხილება, სავალდებულოდ შესასრულებელი 270 დავალება და რეკომენდაცია. 11 საქმე გადაეცა სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო. გაზრდილია გაწეული კონსულტაციების რაოდენობა და მოქალაქეთა აქტიურობაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. გაუმჯობესებულია ორგანიზაციების ინფორმირების დონეც. გასულ წლებთან შედარებით, პროგრესია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებისა და შენახვის ვადების თვალსაზრისით“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

მისივე ინფორმაციით, ინსპექტორის აპარატმა კერძო ორგანიზაციებს 1500 -ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან აცილება. „რაც შეეხება საჯარო ორგანიზაციებს, ინსპექტორმა მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, მესამე პირებისათვის გადაცემის 115 ფაქტი შეისწავლა. საჯარო უწყებებს აპარატმა გაუწია 900-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია“, - აღნიშნა სამსახურის ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესების დარღვევის გამო ორგანიზაციები 23 შემთხვევაში დაჯარიმდნენ.

რიგით მეხუთე ანგარიშის წარდგენისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე და კამპანიაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და დაიწყო მუშაობა ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42