დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს
პოლიტიკა - 16:53, 23 Mar, 2018     1176
დანიაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები სამაგალითოდ შეაფასეს. ამის შესახებ კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ღონისძიებაზე ითქვა. შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, წამების პრევენციის კომიტეტის (CPT), წამების საწინააღმდეგო ინიციატივის კონვენციისა (CTI) და წამების საწინააღმდეგო დანიური ინსტიტუტის (DIGNITY) მხარდაჭერით დანიის დედაქალაქში მიმდინარეობს.

სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ელენე ბერაძემ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პროაბციის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ. „საქართველოში წამების წინააღმდეგ დაკავშირებით გატარებული რეფორმები სამაგალითოა“, - აღნიშნა დანიის ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტერეზა რიტერმა.

ღონისძიება წამების პრევენციის კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნსატოვსკიმ და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდერს სამუელსენმა გახსნეს. მოწვეულ ექსპერტთა მიერ განხილული იყო წამების პრევენციის მექანიზმთა აუცილებლობა და მათი ეფექტიანობა. მოხსენებები შეეხო წამების პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლის სისტემაში გატარებულ ზომებს, მათ შორის სასამართლო, საგამოძიებო, პროკურატურისა და გასაჩივრების მექანიზმებს, კერძოდ, წამების პრევენციის მიმართულებით არსებულ სამართლებრივ გარანტიებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42