რუსეთს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და მკვლელობების შემთხვევებზე - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:04, 23 Mar, 2018     1405
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაციასთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისა და გუშინ, სოფელ აძვის ტერიტორიიდან, საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების ფაქტებზე საუბრით დაიწყო და ევროსაბჭოს ელჩებს მკაცრი დ მტკიცე შეფასების გაკეთებისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისევე როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში მუდმივად ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაეკისროს აღნიშნულ შემთხვევებზე.

დელეგაციასთან შეხვედრისას, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსირონ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებთან და იქ მცხოვრები მოქალაქეების სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას უნდა აქცევდეს ამ ვითარებას და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული მისი მოგვარებისა და დაძლევის საკითხებში.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლო რეფორმებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42