"რუსეთსა და საქართველოს კონფლიქტი არა ხალხს, არამედ ხელისუფლებებს შორისაა" - ლუკაშენკოს განცხადება საპატრიარქოში
პოლიტიკა - 14:59, 23 Mar, 2018     2153
ბელორუსის პრეზიდენტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. ალექსანდრ ლუკაშენკომ ილია მეორეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, იმ პატივისცემას, რომლითაც მისი თქმით ილია მეორე სარგებლობს მართლმადიდებელ სამყაროში. ლუკაშემკოს თქმით, ბელორუსი და საქართველო ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება

„თქვენო უწმინდესობა, მე პირველ რიგში მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო დამითმეთ. მე მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება თქვენი სიტყვები, რომელიც ამ შენობაში პირველი მოსვლისას მითხარით. „ჩვენ თქვენ დიდხანს გელოდით“ , მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ, რომ ყოველთვის ნახულობთ დროს ჩემთან შესახვედრად. მე პირობას გაძლევთ რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანას ხშირად ვეწვევი და თუ ღმერთის და თქვენი ნება იქნება თქვენც გესტუმრებით. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება და დიდი ღირებულებაა. თქვენ ძალიან საპატივსაცემო ადამიანი ხართ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში და არა მხოლოდ. მე მინდა დიდი სიამოვნებით გადმოგცეთ სალამი ჩვენი ფილარეტისგან, ის ჯანმრთელადაა და ახსოვს თქვენი კეთილი ურთიერთობა, მოკითხვა ჩვენი მიტროპოლიტი პავლესგან. ისინი ძალიან აფასებენ იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს ეკლესიებს შორის ჩამოყალიბდა. ჩვენ ხალხს შორის ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა იყო ყოველთვის, თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს კეთილი და თბილი ურთიერთობის აშენების გარდა, არა როგორც ერთი სახელმწიფოს ყოფილი შემადგენელი სახელმწიფოებმა, არამედ როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, გავაორმაგეთ სავაჭრო ბრუნვა და ამ წელს 200 მილიონიან ბრუნვას მივაღწევთ, ეს პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ. ჩვენ ჩვენი ურთიერთობის საფუძველი ავაშენეთ.

თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით , ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ჩვენ ვიცით. მე ვუთხარი პრეზიდენტს და ვეტყვი პრემიერს, რომ თუ ჩვენთან ნახავთ რამეს, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება და შეგვეძლება გადმოგცეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ამას ისე სწრაფად გავაკეთებთ , რამდენადაც სწრაფად მოგესურვებათ.“- განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელორუსის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. ამასთანავე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კობფლიქტი, არა ხალხს, არამედ ხელისუფლებებს შორისაა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამბიციებისგან დისტანცირება და ურთიერთობის დამყარება:

„თქვენ ქართველი ხალხის გამაერთიანებელი ყველაზე მძლავრი ძალა ხართ, ქართულმა ეკლესიამ ითამაშა მთავარი როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა, თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ამის შესახებ. ჩვენ კონფლიქტების და პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრე ვართ. თქვენ ახსენეთ, რუსეთი და მე ასევე ვიზიარებ იმ თვალსაზრისს, რომ ურთიერთობა უნდა დამყარდეს, მიუხედავად უთანხმოებისა, განსხვავებული თვალსაზრისისა, ეს ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ხალხია და მათ სურთ მშვიდობიანი და მეგობრული ცხოვრება. მე ჩემ კოლეგა პრეზიდენტს გუშინ ვუთხარი, რომ კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის ეს არაა ხალხთა შორის კონფლიქტი, პირდაპირ რომ ვთქავათ, ეს კონფლიქტი არის ხელისუფლებებს შორის. საჭიროა ამბიციებისგან განზე გადგომა და ნორმალური ურთიერთობების დამყარება.“- განაცხადა ლუკაშენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42