პარლამენტი გენდერული კვოტვირების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
პოლიტიკა - 14:14, 23 Mar, 2018     1278
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გენდერული კვოტირების საკითხს განიხილავს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს დაევალებათ საარჩევნო სიებში ქალები კონკრეტული პროპორციით შეიყვანონ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივას.

სახალხო დამცველის აზრით, საზოგადოებამ, 37 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, ნათლად გამოხატა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობა და ახლა ისტორიული ნაბიჯი საქართველოს პარლამენტმა უნდა გადადგას.

“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ამასთან, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინიციატივების სიმწირე და პოლიტიკური პარტიების არასაკმარისი ნება, ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისათვის. შედეგად, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა დაბალი მონაწილეობა ნეგატიურად აისახება გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის ადვოკატირების პროცესზე და ხელს არ უწყობს გენდერულად დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელებას”,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ უჭერს „ევროპული საქართველო“, მმართველი გუნდის ნაწილიც მიიჩნევს, რომ სია არა გენდერული არამედ პროფესიონალური ნიშნით უნდა შედგეს. კანონპროექტს მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით კვოტირების საფუძველზე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა მომდევნო არჩევნებისთვის სულ მცირე 25%-მდე, იმის შემდგომ არჩევნებზე კი ეს მაჩვენებელი 33%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42