პრემიერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
პოლიტიკა - 14:05, 23 Mar, 2018     1278
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში და აღნიშნა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი.

მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმს.

საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა.

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მისი განცხადებით, ბელარუსი არა მხოლოდ მზად არის, საქართველოსთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, ბელარუსმა ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს იქ, სადაც მათ ეს დასჭირდებათ.

მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42