„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას მოკვლევის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა - 12:44, 23 Mar, 2018     903
„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას მოკვლევის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მიერ ჩატარებული 3-დღიანი ინსპექტირებისა და მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ „საძელეზე“ მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად იყო გამართული,“ - ამის შესახებ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა უგურ კარამანმა 16 მარტს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბიურო ვერიტასის“ მიერ მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა წარადგინა.

უგურ კარამანის განცხადებით, ინციდენტი გამოიწვია ოპერატორის შეცდომამ.

„ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა დაშავებული მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა უგურ კარამანმა.

„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის მოკვლევის პროცესში

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა მოკვლევის პროცესში. მადლობა მათ გაწეული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა უგურ კარამანმა.

16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდნენ.

„ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს წელს დაარსებული, მსოფლიოში ლიდერი კომპანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42