კერძო დავა თუ ქართული არხების გავრცელებაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა - კომპანია „სტერეო +“ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს
პოლიტიკა - 12:40, 23 Mar, 2018     907
კერძო დავა თუ ქართული არხების გავრცელებაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა - კომპანია „სტერეო +“ საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. ქვეყნის დამოუკიდებელი მულტიპლექს ოპერატორის ხელში ჩაგდების მიზნით, მიზანმიმართულ უკანონო ქმედებებს ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანია ახორციელებს. Chemexim International-მა სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით, სასამართლოსგან „სტერეო +“-ის დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის მიმართ მილიონამდე ლარის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა.

2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ, მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, გააუქმა სასამართლოს პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს „სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

მიგვაჩნია, რომ შპს „სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას.

ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის.

ამ მასობრივი უსამართლობის პირობებში, კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით.

დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე. ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაარბია შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისები, მოიპარა მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურა და დააზიანა საკომუნიკაციო ქსელები და ავეჯი. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით.

2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42