,,გირგვლიანის შესწორებები" - სისხლის სამართლის კოდექსს 2 ახალი მუხლი ემატება
პოლიტიკა - 11:20, 23 Mar, 2018     1432
ცვლილებები კანონმდებლობაში - „გირგვლიანის შესწორებების“ ინიცირებას დღეს მმართველი გუნდი მოახდენს. მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილებები შევა 12 მუხლში და სისხლის სამართლის კოდექსს ორი ახალი მუხლი ემატება.

“მიმდინარე წლის 29 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას ვამცნეთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართმსაჯულების შეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან.

ამ ინიციატივას ჩვენ სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ ვუწოდეთ. „ქართული ოცნება“ საზოაგდოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა არამარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შესრულებულიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტების შეზღუდვები, რათა ვერავის ვერასდროს გაებედა მაღტლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა.

ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიცირებას. „გირგვლიანის შესწორებებიs“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას, გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ცადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებებით, სახელმწიფო პოლიტიკური ტანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებების ან დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს.

გარდა ამისა შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსრულება.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენება საჭირო აღარ ინქება, მაგრამ მათი არსებობა არის აუცილებელი, რათა ვერცერთმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარასდროს გაბედოს მსგავსი დანაშაულებების ჩადენა ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“, - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42