„თავს დამესხნენ ანონიმური ექაუნთები, მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ესენი არიან ძალოვანი უწყების მიერ მართული ადამიანები. ჩემზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი მეც გავიზიარებდი ჩემი მეგობრის ბედს. მივალ გენერალურ ინსპექციაში, ერთადერთ დამამტკიცებელი საბუთი რაც მაქვს, ეს არის მასიჯები და წერილები, რაც არის მოსული. ასევე მე პარალელურად ვამზადებ სარჩელს და ვაპირებ პროკურატურასაც მივმართო, რომ დაიწყოს გამოძიება,“-განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.
"ნიუპოსტი" შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ გიორგი ზურაბიშვილს გენერალური ინსპექცია უკვე დაუკავშირდა:
"მოქალაქე გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი მეგობრის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვისთვის ემუქრებიან, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მას უკვე დაუკავშირდა. გიორგი ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავის მხრივ სამინისტრო მზადაა, მიიღოს ყველა საჭრო ზომა, რათა იდენტიფიცირებული იქნას ყველა შესაძლო კანონდამრღვევი და მოხდეს მათი დასჯა"- აცხადებენ შს სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები






