ამერიკელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება
პოლიტიკა - 10:39, 23 Mar, 2018     4688
ამერიკელი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პირდაპირი დიალოგით ცხინვალის და სოხუმის დე ფაქტო ლეგიტიმაციის საფრთხე შეიქმნება. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტი ესაუბრა:

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობები არალეგიტიმური ფორმირებებია. როგორც წესი, ლეგიტიმური ერთეულის მხრიდან არალეგიტიმურ ფორმირებებთან შეხვედრა არალეგიტიმურ მხარეს მხოლოდ აძლიერებს.” ჯონ ჰერბსტს მიაჩნია, რომ საქართველო დიდ რისკზე მიდის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის კონფლიქტის სრულუფლებიანი მონაწილეების სტატუსის მინიჭებით. “ამისთვის მთავრობას ძალიან კარგი მიზეზი უნდა ჰქონდეს.”

საქართველოს მთავრობის მხრიდან საჯარო განცხადებები არ გაკეთებულა იმაზე, თუ რა არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მიზანი. ნდობის ჩამოსაყალიბებელი ძლიერი მექანიზმების შექმნის გარეშე, შესაძლოა, მიამიტური იყოს იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ პირდაპირი დიალოგით თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობები გაუუმჯობესდება.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ პირდაპირი დიალოგის დაწყების ნაცვლად თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებთან “ხალხთაშორისი არაოფიციალური” ურთეირთობა უნდა გააღრმაოს. “აფხაზები და ოსები უფრო ხშირად უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში სამკურნალოდ, განათლების მისაღებად. საქართველომ ევროკავშრთან უვიზო მიმოსვლის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი შეღავათის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებზეც უნდა გაავრცელოს. ჩემი აზეით, ეს შესაძლებელია,” უთხრა იალოვიცმა “ამერიკის ხმას.”

მისი აზრით, “ოფიციალური კონტაქტის რისკი - რა თქმა უნდა - აღიარების მინიშნებაა. ანუ საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მთავრობებს თასწორუფლებიან მოთამაშეებად სცნოს. ეს კი საქართველოსთვის მიუღებელია.” სწორედ ამის გამო, იალოვიცს მიაჩნია, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან თბილისმა მხოლოდ არაოფიციალური კავშირების და ურთიერთობების გაძლიერებით უნდა შეძლოს ნდობის გაღრმავება.

რუსეთის ფედერაცია, კონფლიქტების მოგვარების მიზნით, თითქმის გამონაკლისის გარეშე, რაღაცა სახის უშედეგო დიპლომატიურ პროცესს ქმნის. ამის მაგალითებია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, სირიის თუ სხვა კონფლიქტების “სამშვიდობო პროცესები,” რომლებიც დღემდე კონფლიქტების მხოლოდ გაგრძელებას უწყობს ხელს.

ჟენევის პროცესის შექმნის ერთ-ერთი მიზანი რუსეთისთვის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულების იძულება იყო. რუსეთი დღემდე არღვევს ეგრეთწოდებული “სარკოზის ექვს პუნქტიანი” შეთანხმების თითქმის ყველა პირობას.

“თავიდანვე გასაგები იყო, რომ რუსებს მხოლოდ ის სურდათ, რომ შეენარჩუნებინათ პროცესი, რომელიც არაფერს მოიტანდა,” უთხრა ამერიკის ხმას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

"მიმაჩნია რა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აფხაზებთან და ოსებთან კონტაქტის ქონა, ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მხარე მხოლოდ მოსკოვია. არ უნდა შევქმნათ ის მოჩვენებითი განცდა, რომ ეს რეალობა არ არის. მოსკოვშია მარიონეტების ის მმართველი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქრების მანიპულირებას აგრძელებს,” დასძინა უილსონმა.


წყარო amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42