"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობები გააჩინა" - არველაძე
პოლიტიკა - 09:48, 23 Mar, 2018     910
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა. შეხვედრას საბჭოს მუდმივ შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი მნიშვნელოვანი კვლევა, „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“ და „საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები DCFTA-ს კონტექსტში“. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით მოამზადა საკონსულტაციო კომპანიამ „TBSC კონსალტინგი“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით ქართული პროდუქტისათვის დამატებით ახალი 1,4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საქართველოში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით.

გენადი არველაძის განცხადებით, კონკურენტუნარიანი სამეწარმეო გარემო და ლიბერალური საბაზრო პოლიტიკა შესაძლებლობას აძლევს როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტირების გზით მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მიწოდება ერთმანეთის ბაზრებზე. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილმა კვლევამ გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი სექტორები, რომელშიც ინვესტირება და განვითარება ჩინური კომპანიებისთვის დაინტერესების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევა „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“.

დასასრულს აღინიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრების ჩატარება კერძო სექტორთან მომავალშიც იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42