საქართველოსა და ბელარუსს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი
პოლიტიკა - 19:36, 22 Mar, 2018     2093

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ.

ღონისძიება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდგომ გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულებისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლა მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედებდა.

ბელარუსის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ბელარუს კოლეგასთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42