„საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს“ - ნინო კალანდაძე ჟენევის ფორმატსა და მორიგ გატაცებაზე
პოლიტიკა - 18:34, 22 Mar, 2018     1478
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟენევის მოლაპარაკების წინ რუსეთის ხელისუფლების მიერ ნაკარნახებ პოლიტიკას ატარებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრით ვაჭრობაც და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებაც ნიადაგის მომზადება იყო, რომ თვის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის შეხვედრაზე საქართველომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მხარედ აღიაროს.

"მაშინ როცა პარლამენტში ტატუნაშვილი-ოთხოზორიას რეზოლუციის ტექსტი იხილებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი პრინციპული უნდა ყოფილიყო და რუსეთის ქმედებები დაეგმოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სწორედ ტატუნაშვილის საკითხზე გააკეთა განცხადება, სადაც სიტყვა ოკუპანტიც კი არ ახსენა და სრულიად მოულოდნელად ისაუბრა "აფხაზებისა და ოსეთის შემორიგებაზე". მან რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობის პარალელურად, სპეციალური წერილით მიმართა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს, დახმარებოდა საქართველოს, რომ კონფლიქტის მოგვარება შევძლოთ და მოვახერხოთ, ურთიერთობის ნორმალიზება ჩვენს ოს და აფხაზ ხალხთან-ო. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს კრემლის დავალებებს.

ისიც საგულისხმოა, რომ აღნიშნული წერილის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა ჟენევის ფორმატის ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რითაც მიანიშნა, რომ საქართველო ჟენევის ფორმატშიც კი, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც რუსეთი მხარედ არის აღიარებული, მზად არის პირდაპირ დიალოგში შევიდეს აფხაზეთთან და ოსეთთან, ანუ მხარედ ვაღიაროთ არა ოკუპანტი, რომელიც ამ პრობლემის სათავეში დგას, არამედ თანაბარ მოწინააღმდეგედ განვიხილოთ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები"- განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კალანდაძე ამბობს რომ რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება, რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე სასურველი შედეგის მისაღებად საქართველოს ხელისუფლებასთან შანტაჟის ენით ისაუბროს.

"მას შემდეგ რაც ისინი (რუსი ოკუპანტები) ჩვენს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოგვიკლავენ ჩვენს პატრიოტ მოქალაქეებს, გაიტაცებენ გარდაცვლილს და ამ ცხედრის დაბრუნებისთვის თხოვნით მიგვამართინებენ, რომ დაგვეხმარონ იმაში რაც მათი საქმეა, მაშინ რაღა გასაკვირია რომ ისინი ხელახლა გაიტაცებენ მოქალაქეებს. ეს ხომ რეალურად ეფექტური შანტაჟიც არ არის, ეს არის ძალიან კარგად აპრობიორებული გზა, რითაც ახლა რუსეთს უნდა საქართველოს ხელისუფლება აიძულოს ჟენევის მოლაპარაკებებზე აღიარონ საოკუპაციო რეჟიმები დამოუკიდებელ სუბიექტებად. სწორედ ამას ემსახურება ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცება"- თქვა კალანდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42