ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ომბუდსმენი ეხმაურება
პოლიტიკა - 18:24, 22 Mar, 2018     1518

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებს, ასევე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს.

“გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 19 მარტს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და იურისტს. აქციის მონაწილეების მითითებით, ისინი გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაჟღერებულ მოსაზრებას აპროტესტებდნენ. ამასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს დავით ერაძეს, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას განხორციელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. (დაკავებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა). ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), ხოლო ტელეკომპანიის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება).

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხულიგნობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) „ქართული მარშის“ კიდევ 5 წევრი დააკავა. მოცემული ეტაპისთვის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირება გრძელდება.

სახალხო დამცველი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოს მიერ მომხდართან დაკავშირებით განხორციელებულ დროულ რეაგირებას. დანაშაულზე მყისიერ სამართლებრივ პასუხს მნიშვნელობა აქვს დაუსჯელობის განცდის გასაქარწყლებლად და სამომავლო შემთხვევების პრევენციისათვის.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გამოთქმული მოსაზრება სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ამასთან, სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ გამოძიება გონივრულ ვადებში მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას ყველა ჩადენილ დანაშაულს. ამ კონტექსტში საყურადღებოა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 156-ე მუხლები.

მედიით გავრცელდა აგრეთვე ინფორმაცია 2018 წლის 20 მარტს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. მოცემულ საქმეზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით მიმდინარეობს. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების პროცესს.”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42