მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
პოლიტიკა - 17:15, 22 Mar, 2018     1279
ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს დღეს საქართველოს და ბელარუსის პრეზიდენტებმა სამთავრობო დელეგაციებთან ერთად გაფართოებული შეხვერდისას.


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განვლილი სამი წლის განმავლობაში, საქართველომ და ბელარუსმა არაერთ წარმატებას მაღწია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით და ერთობლივად განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დადებითად აისახა ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ მაჩვენებელზე.

,,დღეს ჩვენი პარტნიორობა ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება და ჩვენს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ კავშირები დღითიდღე ღრმავდება.

ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით 24%-ით, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი კი 29% -ით გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელმოწერილი შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ხელს შეუწყობს ამ დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეთანხმებებიდან განსაკუთრებით გამოყო შეთანხმება ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც, მისი განცხადებით, კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს. ეროვნულ ბანკებს, საპარტნიორო ფონდსა და ბელარუსის ბანკს შორის დადებული შეთანხმებები კი, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს სურს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები გაუზიაროს პარტნიორებს. დელეგაციებმა იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება იძლევა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო - ბელორუსის ურთიერთობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნების ურთიერთობის, წარმატებული მაგალითია.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველო-ბელარუსის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი მურთაზ კიკორია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42