"დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო - ბელარუსის ერთად დგომა და მხარდაჭერა საერთო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 17:10, 22 Mar, 2018     1482
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მასპინძლობს.

,,თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას“ რომლებიც მომავალში უზურნველყოფენ ჩვენს ურთიერთობებს ბევრი ათწლეულების განმავლობაში.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშავოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომელიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოებისთვის სამაგალითოა.

მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ დ ა გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის.

მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და სქართველოსათვის აკეთებთ”, - აღნიშნული განცხადებით დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკოსტან პირისპირ მოლაპარაკებები, ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობისას.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი უკვე მეორე ვიზიტია.

,,თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად...

ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ თრთოლვით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმეოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.

როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო - ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი აღმაშფოთებელი შემთხვევები და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საჭიროებს. ამასთან, საქართველო განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელის.

ალექსანდრე ლკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან აფასებ ბელარუსი მეგობრების გვერდში დგომას და მათ მტკიცე მხარდაჭერას.

,,ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყნებისათვის“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42