„ამ განცხადების დრაფტზე მუშაობა მიმდინარეობს 2012 წლის გაზაფხულიდან. ეს არ წარმოადგენს ხელმოწერილ დოკუმენტს და არ წარმოადგენს რაიმე ტიპის იურიდიულ ვალდებულებას და არ ანაცვლებს რუსეთის ასეთ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას , რომელიც მან უნდა დაადასტუროს , რადგან ქართულ მხარეს ეს ვალდებულება ცალმხრივ რეჟიმში უკვე დადასტურებული აქვს. კითხვები ისმება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რაიმე სტატუსთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს განცხადება ასეთ რამეს არ გულისხმობს. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ რუსეთმა მათ შორის და პირველ რიგში შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ამ განცხადების მიღებას კრიტიკულად უყურებს და აცხადებს, რომ ის საქართველოსთვის საფრთხეს შეიცავს, რადგან რუსეთი არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას.
მასალის გამოყენების პირობები






