ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს საკრებულოს წევრები იმპიჩმენტის გამოცხადებას უპირებენ. იმ 15 ადამიანს შორის რომლებიც ჩაჩანიძის წინააღმდეგ გამოდიან ორი მისი თანაპარტიელია „პატრიოტთა ალიანსიდან“ - მამაუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო. აღნიშნულ თემაზე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ჩაჩანიძის თქმით, მის წინააღმდეგ ბრძოლა იმის გამო მიმდინარეობს, რომ ის იმ დაპირებების შესრულებას ცდილობს, რაც მოსახლეობას არჩევნებამდე მისცა.
„ეს რომ მოხდებოდა ვიცოდი, მაგრამ არ ველოდი ამ ნაბიჯს მამუკა ლურსმანაშვილისგან, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ერთად ვიბრძოდით. გეტყვით რამდენიმე სიტყვით რატომ მივედით აქამდე. როდესაც მორჩა არჩვენები რომელმაც დაადასტურა, რომ საკრებულოში შესული ვიყავით 11 კაცი, იცით ალბათ, რომ მე მერობაზე ვიყრიდი კენჭს , ზუსტად მაშინ მე მადლობა გადავუხადე ბორჯომელებს, რომლებმაც თავისი ნება გამოხატეს და მხარი დაუჭირა არა სამთავრობო გუნდს, არამედ მე და იმ ხალხს ვინც გვერდზე მედგა . მე არ დამავიწყდება ლურსმანაშვილის, მარტინენკოს და დანარჩენი თანაგუნდელების მუდარა და ხვეწნა, რომ არ წავსულიყავი და დავრჩენილიყავი, მე ეს თხოვნა გავითვალიწინე, არანაირი მისწრაფება არ მქონდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვყოფილიყავი, ზუსტად ამის მერე ჩვენ დაველაპარაკეთ იმ 4 ოპოზიციური პარტიის წევრ ბორჯომელებს, მნიშვნელობა არ აქვს პარტიას, ჩვენ გავერთიანდით ზუსტად მაგ ნიშნით. დღეს რომ ვიღაცა ხელს იშვერს, რომ ის ნაციონალია, ის ისაა, არ იცოდა ირმა ინაშვილმა ან გიორგი ლომიამ, რომ ისინი „ნაციონალები“ იყვნენ, ან „ევროპელები“ და „ლეიბორისტები“. თუ იმ შემთხვევაში იქნებოდა კარგი, ის კურსი რომ გაგვეტარებინა რაც ლომიას უნდოდა და მის პარტიის ბოსებს? გუშინ ლომიას გამოსვლაზე გამეცინა, თურმე მე ვარ ამპარტავანი. როცა ჩვენ დავდიოდით შეხვედრებზე წინასაარჩევნოდ მათ ვპირდებოდით, რომ აღარ იქნებოდა ხელფასების მატება და პრემია-დანამატები, უხარისხო მშენებლობები, მარტინენკო და ლომია ერთ შეხვედრაზე მაინც რომ ყოფილიყვნენ ეცოდინებოდათ ის პასუხისმგებლობა რაც ავიღეთ.“- განაცხადა ჩაჩანიძემ.
ჩაჩანიძის თქმით, მის წინააღმდეგ ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან და მისმა თანამოაზრებმა ოცნებაში შემავალ მრეწველებს და კონსერვატორებს ფრაქციის შექმნის საშუალება არ მისცეს:
„როდესაც მე გავხდი საკრებულოს თავმჯდომარე, ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულებმა დავიწყეთ მუშაობა. ეს რა თქმა უნდა არ მოწონდა ქართულ ოცნებას. მრეწველებს და კონსერვატორებს უნდოდათ ფრაქციების შექმნა, ისინი თავისი პარტიების სახელით რომ გამოსულიყვნენ 200 ხმაზე მეტს ვერ აიღებდნენ. ამის წინააღმდეგ გამოვიდა ოპოზიციური საკრებულო. როგორც კი ეს ფრაქციები არ დავუმტკიცეთ და სასამართლოში გადავამისამართეთ, დაიწყო დაპირისპირება. მარტინენკო არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და აქედან იწყება „პატრიოტთა ალიანსის“ გააფთრება, რომ თითქოს ჩვენ დესტაბილიზაციას ვიწვევთ ქალაქში.“- განაცხადა ჩაჩანიძემ.
ზაზა ჩაჩანიძის თქმით, ბორჯომის არჩევნებში გამარჯვება უმთავრესად მისი პირადი დამსახურებაა. როგორც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, მის გვერდით დგანან ადამიანები სხვადასხვა პარტიიდან, რომლებსაც საერთო ღირებულებები გააჩნიათ. კითხვაზე დატოვებს თუ არა „პატრიოტთა ალიანს’ ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ ამ პარტიის წევრი არც არასდროს ყოფილა და მათი სიით კენჭისყრა, საკრებულოშ თავისი თანამოაზრეების გასაყვანად სჭირდებოდა.
„როცა ლომია მაყვედრის, რომ მე საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებით ვარ, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, სხვა რაიონებში 10%-საც ვერ გაცდნენ.
ამომრჩევლებს ქონდათ მოთხოვნა რომ ხელფასების მატება არ იქნებოდა და დანამატებს არ ავიღებდით, მოსახლეობის 60%-მა დაუჭირა მხარი იმ 15 დეპუტატს, რომლებსაც ეს დაპირება ქონდათ , დღეს ჩემს გვერდზე დგანან ყველა პარტიიდან.იგივე დაპირება ქონდა ქართულ ოცნებას, მაგრამ არჩევნები რომ მთავრდება, იმის მერე იწყება სულ სხვა რამე და ჩვენ გვინდა ამ რეალობის შეცვლა. მე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არასოდეს ვყოფილვარ.“- განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ. ბორჯომის საკრებულოს ხელმძღვანელი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს იმის გამოც საყვედურობს, რომ 28 თებერვალს განვითარებული მოვლენებისას ისინი ბორჯომშიც კი არ ჩავიდნენ და არც მასთან ქონიათ კონტაქტი.
ჩაჩანიძის თქმით, პატრიოტთა ალიანსი ბორჯომში განვითარებული პროცესებს, ოცნებასთან ვაჭრობისთვის იყენებს:
„ვიყავი 5-6 დღის წინ ვიყავი ჩასული, ვნახე ბატონი ლომია, შეხვედრას ესწრებოდა საკმაოდ რაოდენობის ხალხი, ვინც შეიძლება ეს დაადასტუროს და ასეთი რამე მითხრა, რომ მე უნდა ვევაჭრო ოცნებას, ანუ მე - პატრიოტთა ალიანსი იგულისხმა" - განაცხადა ჩაჩანიძემ, თუმცა რის სანაცვლოდ და რა იგულისხმა ლომიამ ვაჭრობაში, მისთვის უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






