თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა
შემთხვევა - 13:46, 22 Mar, 2018     7661

თბილისის, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. როგორც EDU.ARIS.GE-თვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა – ,,ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ”, თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოუვიდა.

სკოლის დირექციამ სპატრულო პოლიციას მიმართა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა, თუმცა როგორც სკოლაში აღნიშნავენ, “ამ მოსწავლისგან ყველაფერი მოსალოდნელია”.

მათივე თქმით, აღნიშნული მოსწავლე საკმაოდ ცუდი ყოფაქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ. ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ კი მამა სკოლაში, ფაქტობრივად, ძალით მიიყვანეს.

როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, სკოლას მსგავსი მოსწავლის გასარიცხად არანაირი ბერკეტი არ აქვს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რიცხავს, თანაც იმ ფონზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს სწავლის შანსი არ დაუკარგონ.

როგორც სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დირექტორებმა ამ საკითხზე კითხვით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, შეხვედრაზე ორჯერ მიმართეს, თუმცა მინისტრმა პასუხს თავი აარიდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42