სხვათა შორის, „ნიუპოსტი“ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ წერდა, რომ სუს-ში დიდი საკადრო ცვლილებები იყო მოსალოდნელი. ჩვენი წყაროს ინფრომაციით, გოგაშილთნ ერთად, თანამდებობას დატოვებს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაურიც (ჩვენი ინფორმაციით, ის ლილუაშვილმა უნდა შეცვალოს), თუმცა როგორც წყარო ამბობს, გომელაური უწყებაში დარჩება. გოგაშვილი კი სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საერთოდ ჩამოცილდება. ელისო კილაძე ამბობს, რომ გოგაშვილი ვაჭრობს და ითხოვს, რომ ან გენინსპექციის უფროსად გადაიყვანონ, ან თავდაცვის სამინისტროში.
„სუსი კარგა ხანია, კორუმპირებულ პოლიტიკურ პოლიციად გადაიქცა. სოსო გოგაშვილი გასაშვები არა, დასაჭერია - მან პასუხი უნდა აგოს ყველა გახმაურებულ, შეკერილ საქმეზე.
თუ ვახტანგ გომელაური გოგაშვილის მძევალია, ეს გომელაურის პრობლემაა!
ბოლო დროს გოგაშვილი დაკავებულია „ოცნების“ მაღალჩინოსნებზე კომპრომატების გავრცელებით (მეც მთავაზობდა რამდენიმე პირის მეშვეობით).
სახელმწიფოს რომ სპეცსამსახური არ ყავს, ფაქტია!
სანდრო ბრეგაძის გამოძიებასთან თანამშრომლობა სავარაუდოდ ,გოგაშვილის დასახელებას ნიშნავს.
სპეცსახსრები რომ გაფლანგულია, ესეც ფაქტია!
დანარჩენი დროის ამბავია!
p.s. ვაჭრობს გოგაშვილი -ან გენისპექციის უფროსად გადამიყვანეთ ,ან თავდაცვის სამინისტროშიო! ჩეჩნების ეშინია!“ - წერს ელისო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






