"ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებაში" - ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:24, 22 Mar, 2018     1216
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმი გახსნა.

ბელარუსის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ფორუმს ასევე ესწრება ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაელ რუსი.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუსს შორის მრავალწლიან მეგობრობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და პარტნიორული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კუთხით.

„ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ეს დღეებია დაიწყო მუშაობა. მოხარული ვარ, რომ საწარმოს გახსნა შესაძლებელი გახდა ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ბელარუსის დელეგაციას და ფორუმზე შეკრებილ სტუმრებს ასევე გააცნო საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ბოლო წლებში ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები, ასევე ისაუბრა ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე და რეფორმებზე, მათ შორის მოგების გადასახადის რეფორმაზე, მმართველობის რეფორმაზე, სივრცითი მოწყობის რეფორმაზე და სხვა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ბელარუსს შორის 2017 წელს გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას, რომელიც 2016 წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42