მარტიაშვილის თქმით, მან RMG-ის ტერიტორია უნდა გაიაროს, რომ საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოხვდეს.
„ჩემს საკუთარ მიწაზე ვიყავი შესული. გზა აღმოჩნდა „არ ემ ჯის“ ტერიტორიაზე. შევუთანხმდი „არ ემ ჯი-ს,“ იქ შეფერხება არ მქონია. სახლში რომ დავბრუნდი დამხვდა დეპუტატი და მითხრა რატომ აწუხებ „არ ემ ჯი-ს,“ რატომ დადიხარო, ჯერ მე უნდა შემითანხმდეო, რომ ვერ დამიყოლია, გაღიზიანდა და წავიდა ფიზიკური დაპირისპირება,“-ამბობს მარტიაშვილი.
ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ „არ ემ ჯი“ ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას.
„არ ემ ჯი“ არის მაფიოზური დამნაშავე ვითომ კერძო კომპანია სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი, რომელიც ატერორებს მოსახლეობას, ვინმე კობა მენაბდიშვილი, რომელსაც თვეში 40 000 ლარი აქვს ხელფასი ამ შავი სამუშაოს და ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებისთვის. ქართული ოცნების დეპუტატი მოქალაქეს უსწორდება მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მოქალაქემ RMG-ი შეაწუხა“-აცხადებს მელია.
მარტიაშვილმა უკვე მიმართა პოლიციას და ის დაკითხვაზეა დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები






