"ევროპული საქართველო" საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. სერგი კაპანაძის განცხადებით საქართველოსთვის უაღესად მნიშვნელოვანი საკითხია ჟენევის ფორმატის შემდეგი რაუნდი და ქვეყნის სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების თემა.
"ევროპულ საქართველოს გააჩნია სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავაშირებით თუ რა უნდა მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც გაიმართება შემდეგ სამშაბათს. საქმე ეხება როგორც ყველამ იცით ძალის არ გამოყენების ე.წ.პოლიტიკურ დეკლარაციის მიღებას. და იმ ურთიერთ გამომრცხავ განცხადებებს , რომელიც კეთდებოდა ამასთან მიმართებაში. ერთის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების , მეორეს მხრივ ქართული ოცნების და უმრავლესობის წარმომადგენლების და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან.
ძალის არ გამოყენების საკითხი ჟენევის დისკუსიებში იყო ერთ-ერთი მთავრი ცენტრალური საკითხი. საკითხი სადაც საქართველომ თავის მხრივ მოაგვარა რომელიც აღებული აქვს ცალმხრივად იურიდიულად სავალდებულო განცხადების გზით ვალდებულება რომ არ გამოიყენებს ძალას ტერიოტორიული მთლიანობის პროცესში. ერთადერთი მხარე ,რომელიც რჩებოდა და რომელსაც უნდა აეღო ეს ვალდებულება იყო რუსეთის ფედერაცია.
აქედან გამომდინარე რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი და ნათელი მოეფინოს ამ საკითხს , ჩვენ ვთავაზობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვდეს უმცირესობას და თითონ აარჩიოს იქნება ეს დახურული თუ ღია ფორმატი და ისაუბროს ჟენევის ფორმატის შემდეგი რაუნდის შესახებ იქ საქართველში სტრატეგიის შესახებ. ეს არის უაღესად მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისთვის ეს არის თემა რომელიც არ უნდა იყოს პოლიტიზირებული ,იმიტომ რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების თემა" - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






