მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი - ენმ საზოგადოების ინიციატივას უერთდება
პოლიტიკა - 13:04, 22 Mar, 2018     2887
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იზიარებს ჟურნალისტ ლადო გოგოლაძის ინიციატივას იმასთან დაკაშირებით, რომ მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. ამასთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

„დღევანდელ ვითარებაში როდესაც საქართველოში ხდება რუსული ინტერესის ინტენსიური შემოჭრა , ხდება ჰიბრიდული ომი და ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვნახეთმ არჩილ ტატუნაშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირთან დაკავშირებით. იმ ვითარებაში როდესაც ოკუპანტები იტაცებენ, კლავენ და შემდეგ ცხედრის გადმმოცემაზე ვაჭრობენ, საქართველოს დედაქალაქში გვაქვს მოსკოვის გამზირი. ეს არის ორი სრულებით შეუთავსებელი რამ. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით გადაერქვას თბილისში მდებარე მოსკოვის გამზირს სახელი და მას დავარქვათ არჩილ ტატუნაშვილის სახელი. მე მგონი ეს არის აუცილებელი და ყველასათვის მისაღები ინიციატივა.“- განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

ლადო გოგოლაძის ინიციატივასთან დაკავშირებით ხელმოწერები გროვდება, მას ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება შეუძლია გადავიდეს ბმულზე მანიფესტი - მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი და თავისი ხმა დააფიქსიროს.

როგორც ლადო გოგოლაძე წერს "არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42