ქუმსიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო
პოლიტიკა - 12:43, 22 Mar, 2018     1138
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით გაწეული სამუშაოს შედეგები გააცნო.

სასტუმრო „რედისონში“ მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა EU4Business-ის მნიშვნელობაზე საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამა EU4Business-ს ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, ზრდის ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებულ მნიშვნელოვანი რეფორმებზე ისაუბრა, მან ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. „2014 წელს ჩვენ ასოცირების შეთანხმებასთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებას, რაც ნამდვილად იყო ბიძგი, რომ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გახსნილიყო, საქართველოს გასჩენოდა სტიმული იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი წარმოებები და საქართველოს ეკონომიკა მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. სწორედ ამ დროს საქართველოს მთავრობამ შექმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც თავისი შინაარსით თითქმის იგივეა, რაც შემდგომში უკვე ევროკავშირმა შემოგვთავაზა, როგორც პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი სერიოზული სტიმულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრაზე აქცენტი გააკეთა ექსპორტის დივერიფიკაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე აღნიშნა, რომ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42