„ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მიღებულ იქნას ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენს მიზნებს, სახელმწიფოს ინტერესებს და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ჩვენი მიზანია, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ამ შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს, რაც 2008 წლის შემდეგ არ ხდება და ვერ ხერხდება. ამისთვის აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ იქნება მიმართული. საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ისეთი მძიმე შემთხვევები, როგორიც არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ასევე აუცილებელია დაშვებულ იქნას ადამიანის უფლებების მონიტირინგის მექანიზმები და ამ პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ჩართულობა იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პატნიორების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც ჩართული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მივაღწიოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს - რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დავიწყოთ კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების პროცესი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






