დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „სითი პარკის“ თანამშრომლების საკითხს შეეხო. კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, რომ კომპანიის 120-მა თანამშრომელმა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაგრძოს.
„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იქნას გამოყენებული და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადმოვიყვანოთ. ეს ადამიანები მათი კომპანიის ქმედებების გამო არ უნდა დაზარალდნენ. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






