„ამ ეტაპზე დაკავებულია ბრალდებულის სახით 6 პიროვნება, ბრალდების წარდგენა მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით. სამართლებრივი შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, როგორც იცით კონკრეტული პირები არიან ბრალდებულს სახით დაკავებული. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება ყველა მტკიცებულებების შეფასება და მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები რა თქმა უნდა, მიიღებენ ადექვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია
მასალის გამოყენების პირობები






