თბილისში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
პოლიტიკა - 11:13, 22 Mar, 2018     1364

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაწყებულია კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში. სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას GWP განახორციელებს, რადგან სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი. სამუშაოების დასრულება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური ზოლის შეკეთება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა დაავალა. კახა კალაძის თქმით, საჭიროა განახლდეს გზაგამყოფები და ბორდიურები, მოეწყოს განათება და ტერიტორია გამწვანდეს.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც.

„აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა. უნდა განხორციელდეს სრული რეაბილიტაცია და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუ რაიმეა შესაცვლელი, შეგიძლიათ GWP-ისთან გაიაროთ და ეს პროექტი იქნას განხორციელებული. ასევე, განათებები, ბორდიური - რაც კი გასაკეთებელია, ძალიან მაღალი ხარისხით უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42