საქართველოში დიდი პოტენციალია ენერგოეფექტურობის მიმართულებით - ოლაფ ზიმელკა
პოლიტიკა - 10:52, 22 Mar, 2018     1208

საქართველოში ენერგოეფექტურობის სექტორის განვითარება იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და დონორ ორგანიზაციებთან გამართა.

ქართულმა მხარემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ევროდირექტივებითაა განსაზღვრული. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში ორი ძირითადი მიმართულებით - ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით მუშაობენ.

„ჩვენი აზრით, საქართველოში ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც დღეის მდგომარეობით განვითარების სტადიაშია. მიგვაჩნია, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომ სამშენებლო კომპანიებმა და მწარმოებლებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ მზად ვარ სამინისტროსთან ამ კუთხით ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა ოლაფ ზიმელკამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42