„პატრიარქს სიამოვნებით მოვუსმენ“ - შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს
პოლიტიკა - 21:46, 21 Mar, 2018     2229
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს? - ამ საკითხთან დაკავშირებით გადაემა ,,პოლიტმეტრში“ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არასწორი იყო პოლიტიკოსების მხრიდან პოზიციების დაფისირება მაშინ როცა დეკანოზი იზოლირებული იყო, ხოლო მის ადვოკატებს საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრების აკრძალვა ჰქონდათ.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხის წარმოდგენის შემთხვევაში გაეცნობა და პატრიარქის პოზიციასაც გაიზიარებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ემოცია დაგროვდა. მე მის უწმინდესობას ვესაუბრე და ჩემი პოზიცის გავუზიარე სინოდის წევრებსაც, რომ კარგი იქნება თუ ტემპერატურას დავწევთ და მაშინვე დავაფიქსირე, რომ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო აქვს დადებული და არაერთი საშუალო, უმაღლესი თუ ზემდეგი პოლიტიკოსი აფიქსირებდა პოზიციას, მაშინ როცა მამალაძე იყო იზოლირებული და ვერაფერს ამბობდა და მის ადვოკატებსაც ჰქონდათ აკრძალვა. როცა სახალხო დამცველი აფიქსირებდა თავის პოზიციას და მეც ვაფიქსირებდი, რომ ან პოლიტკოსებმა დაასრულონ საუბრები და ან საქმეს გრიფი უნდა მოეხსნას. პოლიტიკურ პროცესთან, რაც ხდებოდა მე კითხვები არ გამჩენია და ვთქვი, რომ იყო თანაბარი პირობების დარღვევა მამალაძისთვის. ამის იქით მე საქმის დეტალებს არ გავცნობივარ. ბუნებრივია, როცა ამ საკითხს წარმოადგენენ, გავეცნობი, კომისიის წევრებს გავაცნობ, მაგრამ მე ძალიან ვუფრთხილდები შეწყალების კომისიას, ღირსეული ადამიანები არიან და ძალიან კარგად შევძელით არაერთი პროვოკაციის აცილება. დღეს შეწყალების უფლება პოლიტიკის მიღმაა და არის წყალობის უფლება და არ უნდა ჩართო ამ პოლიტიკურ ორომტრიალში. შევეცდები, ეს პროცესისც ახლა იყო განხილული არა იმის მიხედვით ვინ რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, არამედ უმაღლესი სულიერი თუ მორალური სტანდარტებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ცოდვილები მოვახერხებთ. პატრიარქის შეხედულების მიმართ დიდი ყურადღებით ვარ განწყობილი და ახლაც სიამოვნებით მოვუსმენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42