„სრულიად მივესალმები და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყოს სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამასთან მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში“, - განაცხადა მარგველაშვილმა. პეზიდენტის მიიჩნევს, რომ ასეთი სარჩელი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.
მასალის გამოყენების პირობები






