"მე ვფიქრობ რომ საკითხს ასე უნდა შევხედოთ, თავისი ისტორიული განვითარების რა ფაზაშია რუსეთის ფედერაცია ამ ეტაპზე, რა ფაზაშია ქართულ-რუსული დიალოგი, რა გარღვევის შესაძლებლობებია და ჩვენი სიძლიერე სად არის.
რუსეთი სამწუხაროდ 2007 წლიდან, იმ მომენტიდან როდესაც პუტინი გამოვიდა მიუხენის კონფერენცაზე და ნათლად დააფიქსირა პოზიცია , ერთი დადებითი რაც შეიძლება ითქვას რუსეთზე არის ის რომ რუსი პოლიტიკოსები ძალიან ნათლად აფიქსიერებენ თავის შეხედულებებს და თავიანთ გეგმებსაც, აქედან გამომდინარე ჩვენ გამოსაცნობი რუსეთის პოლიტიკაში ხშირად ძალიან ბევრი არა გვაქვს, არამედ ნათლად ვხედავთ მათ გეგმებს. 2007 წლიდან 2017 წლამდე ათწლიან პერიოდში რუსეთმა ძალიან ნათლად დააფიქსირა თავისი შეხედულება სამეზობლოსთან მიმართებაში. ძირითადად თქვა, რომ სამეზობლო არის ჩემი გავლენის არეალი და ამ სამეზობლოს არ აქვს არც დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების უფლება, ხოლო თუ მოხდება ასეთი არჩევანის გაკეთება ჩვენ მოვახერხებთ და დავსჯით მათ ამისთვის. ახლა დაიწყო კიდევ უფრო გამძაფრებული პერიოდი რუსეთის მიერ საკუთარი თავის გააზრებისა, ახლა არა მარტო სამეზობლოს, არამედ გლობალურ სივრცეში საკუთარი თავის პოზიციონირების. ყურადღებით ვადევნებდი პუტინის საარჩევნო კამპანიას თვალს და ძირითადში ჩვენ მივიღეთ ახალი ცივი ომის დეკლარირება. მე არ ვამბობ რომ ეს ცივი ომი აუცილებლად შედგება , მაგრამ ის რაც იყო პუტინის დეკლარაციაში და რუსეთის რა როლსაც ხედავს მსოფლიოსთან მიმართებაში, ეს კიდევ უფრო შორს გადადგმული ნაბიჯია.
მე ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში საქართველო რუსეთს აქვს მიმდინარე დიალოგები: ჟენევის ფორმატი, პრაღის ფორმატი. მაგრამ ასეთ ვითარებაში რუსეთთან მიმართებაში პრინციპული გარღვევის განხორციელება ერთი-ერთზე, სამწუხაროდ ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჩვენ ყოველთვის ველით იმ მომენტს როდესაც რსი პოლიტიკოსები გვესაუბრებიან რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ის რასაც ჩვენ ვარქმევთ „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“, რომელიც მნიშვნელოვანი და სწორი პოლიტიკაა და მივალთ საკითხების რაციონალურ განხილვამდე. ჯერჯერობით მე ამის წინაპირობას, რომ მარტო ჩვენ და რუსეთმა შევძლოთ ასეთი დიალოგი ვერ ვხედავ.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






