თბილისის მერმა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი
პოლიტიკა - 19:42, 21 Mar, 2018     1369
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.

ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა, ენერგოეფექტურობა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ასევე, გაცვლიან საინვესტიციო შეთავაზებებს და ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ ბიზნესფორუმებს.

თბილისის მერის განცხადებით, ორ ქალაქს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„ვფიქრობთ, ძალიან დიდია პოტენციალი, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, ის ურთიერთობები, რომელიც წლებია არსებობს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, აქტიურად განვითარდება ურთიერთობები ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე; ორივე დედაქალაქში ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობასა და საინფორმაციო მხარდაჭერას.

მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცის განცხადებით, თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ 2018-2020 წლების თანამშრომლობის განვითარების პროგრამას, რომელიც ორი ქალაქის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ აქტიურად და დინამიურად ვვითარდებით 2015 წლის სექტემბრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თბილისის, ასევე მინსკის მოსახლეობა ხედავს, რომ ურთიერთობები როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური პროექტების დონეზე ვითარდება“, - განაცხადა ანდრეი შორეცმა.

დოკუმენტი ითვალისწინებს პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში. კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერამდე, თბილისის მერსა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42