პრეზიდენტმა ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 17:58, 21 Mar, 2018     1522
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი პირადი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისათვის ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ბერულავა ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მისი ოჯახის წევრებს გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომრებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ეროვნული გმირების თავდადების მნიშვნელობას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების საქმეში და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

"დღეს ჟურნალისტის დღეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ, ამ პროფესიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ სიმამაცისთვის, რომელსაც ისინი, როგორც საომარი მდგომარეობის დროს, ასევე, მშვიდობიან პერიოდში იჩენენ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად.

ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ იმ ადამიანის განსაკუთრებული აღიარებით, რომელმაც თავი სამშობლოს და სამშობლოსათვის ბრძოლას შესწირა. ბატონი ალექსანდრე ბერულავა, ისევე როგორც გაბესკირია, ისევე როგორც ანწუხელიძე, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხა მტერმა.

ჩვენ დღეს ვგლოვობთ ჩვენს თანამემამულეს არჩილ ტატუნაშვილს, რომლის გადმოსვენებაც გუშინ მოხერხდა. ამ ადამიანებმა შექმნეს საქართველოს გაუტეხელი სახე, დიდი მადლობა მათ ამ ღვაწლისთვის. ჩვენ ამ ღვაწლს ვაფასებთ და მომავალშიც დავაფასებთ, ამაზე გაიზრდებიან მომავალი თაობები.

ჩვენ მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებს, ვინც გააძლიერა ეს ადამიანები და შემოინახა მათი ხსოვნა. დიდი მადლობა ამისათვის და მამათქვენის სახელი იქნება ის მაგალითი, რომელზეც მომავალი ქართველები და მომავალი ჟურნალისტები გაიზრდებიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ალექსანდრე ბერულავა აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.ომის დაწყებისას, 1992 წლის 14 აგვისტოს, ქალაქის ცენტრში იგი ახალგაზრდა აფხაზმა ბოევიკებმა დაატყვევეს. გუდაუთაში სეპარატისტების ბაზაზე ხანგრძლივი წამების შემდეგ მისი განთავისუფლება მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხერხდა.

ომის განმავლობაში ალექსანდრე ბერულავას სოხუმი არ დაუტოვებია. იგი იყო აფხაზეთის ტელევიზიის ხელმძღვანელი, სამხედრო პრესცენტრისა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრესცენტრის ხელმძღვანელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42