რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სი-თი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამარლოს.
„რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია,“ - განმარტავს „სი-თი პარკის“ ნანუკა ავალიანი
შეგახსენებთ, კომპანია "სი-თი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით "სი-თი პარკის" ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სი-თი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის:"არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. როცა მათ შეიტანეს სარჩელი, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.”
მასალის გამოყენების პირობები






