თბილისის საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
პოლიტიკა - 17:37, 21 Mar, 2018     1309
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმდინარე კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ბაღების აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნა.

თბილისის N36-ე ბაგა-ბაღში დაუნის სინდრომის მქონე აღსაზრდელს თანატოლებმა განსაკუთრებული დღე აჩუქეს - გამართეს სპორტული შეჯიბრი და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძეც დაესწრო.

დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით სტუმრებს თბილისის N113 საჯარო ბაღმაც უმასპინძლა, სადაც მცირე მუსიკალური წარმოდგენაც გაიმართა. საბავშვო ბაღის ეზოში ასევე, მოეწყო ბაღის აღსაზრდელების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძეც დაესწრო. სტუმრებმა პატარების მიერ გამომცხვარი ორცხობილები დააგემოვნეს.

„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა და აღსაზრდელებისთვის თანაბარი პირობების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თბილისის მასშტაბით ყველა ბაღში მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და საკმაოდ კარგი შედეგებით. ბოლო მონაცემებით, თბილისის ბაღებში 785 განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელი გვყავს”, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, აღსაზრდელებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ აქტივობათა კვირეული სააღმზრდელო პროგრამითაა გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42