სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 17:33, 21 Mar, 2018     1451
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობით მსჯავრდებულების რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისათვის პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელება.

უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, მემორანდუმი უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ_ერთ მთავარ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების მიღება, რაც მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდეგ სამუშაოს მოძიებაში დაეხმარება. ეს შემდგომში უკვე განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკსაც შეამცირებს,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილ მსჯავრდებულთა, ბრალდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მოკლევადიანი პროფესიული კურსები შემუშავებულია იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ამ პირებს რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესში. ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაახლოებით ოთხწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, რომლის ფარგლებშიც გადამზადებულია დაახლოებით 2 500-ზე მეტი პირი. ვფიქრობთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ სერვისებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებს განათლების სფეროდან მიეწოდება,“ - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.

უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დღეიდან შევა ძალაში და ხუთი წლის ვადით იმოქმედებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42