"ითვალისწინებს რა, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა რუსეთთან უპირობო ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმის განახლებით გადაეჭრა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები, უშედეგოა, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
1. დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რუსეტისთვის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის გამო, საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაწესების და გამკაცრების შესაზლო ფორმებსა და შინაარსზე.
2. მიმართავს რუსეთის მხარეს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აიღოს საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ.
3. მიმართავს საქართველოს მთავრობას, დადგენილებით დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს იმ პირთა სია, ვინც შეყვანილი იქნება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ (ბრალდებული და მსჯავრდებული)" - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






