„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ - პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო
პოლიტიკა - 17:07, 21 Mar, 2018     1874
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო.

პროექტი სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. მან, პირველ რიგში, სამძიმარი გამოუცხადა ტრაგიკულად დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს არის უმძიმესი დანაკარგი ოჯახისთვის და მთელი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუციაც, პირველ რიგში, სწორედ, ამ საკითხს ეხმიანება.

ჩვენ ვაკეთებთ ძალიან მკაცრ და პრინციპულ შეფასებებს მომხდართან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევასთან. ეს არ არის პირველი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონებში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ხდება სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფლების ხელყოფა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციის პროექტის მომზადების პროცესში.

„მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო რეზოლუციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, ყველა ჩემს კოლეგას იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ყველა მთავარ პრინციპზე შეთანხმება. მისასალმებელია, რომ ჩვენს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ექნება უმცირესობის მხარდაჭერაც“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ცხედარი ოჯახს დაბრუნებოდა, რაც შესაძლებელი 28 დღის დაგვიანებით გახდა.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომლებზეც პარლამენტის რეზოლუციაშია ასახული.

„რეზოლუციაში ასახულია ის მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტზე საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რომელიც რუსეთთან 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაშია ასახული. რა თქმა უნდა, რუსეთს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, ეკისრება პასუხისმგებლობა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამ რეგიონებში ხდება.

ჩვენ გავაგძელებთ ძალისხმევას, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, საერთაშორისო სამართლის ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა დაღრვევებზე და ვითარებაზე, რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონშია, პასუხები იქნას რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაცემული“,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ხელისულების მიზანი კვლავ რჩება უზრუნველყოს ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი.

„მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკა და მიდგომა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კვლავ განუხრელად რჩება პრაგმატული და ჩვენი მთავარი მიზანი არის იგივე, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის -საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება, საქართველომ გააგრძელოს საკუთარი მიღწევების კონსოლიდაცია და ხელისულებამ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის პროგნოზირებადი, მშვიდობიანი განვითარება და მომავალი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ღირებულება“,-აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42