არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ ქართველი სამხედროს ცხედრის რამდენიმე კვირით გადმოუცემლობა საშინელი ფაქტია, ასეთი ქცევა კი ნდობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს:
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც რაიმეს დაპირება ხდება, აუცილებელია, არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქცევა ამის საფუძველს არ იძლევა. ის, რაც მათ გააკეთეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ დიდი ხნის მანძილზე არ დაუბრუნეს ოჯახს, ნამდვილად საშინელი ფაქტი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი ქცევები ხელს არ უწყობს ნდობის განმტკიცებას, ნდობის არსებობას და კონფლიქტის გადაჭრას. იმედი გვაქვს, რომ ზოგადად, იქნება პროგრესი მოლაპარაკებებზე, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ასეთი საშინელი და საზარელი ქცევები არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუანშვილის ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას გუშინ საღამოს გადმოსცა.
მასალის გამოყენების პირობები






