"საქართველოს მთავრობის ინტერესია არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ მათი პერსონალური შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან" - ვაშაძე
პოლიტიკა - 16:23, 21 Mar, 2018     1306
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები და ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობამ კაპიტულანტური პოლიტიკა აირჩია. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ჟენევის ფორმატში შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით გააკეთა:

„საიდუმლო შეთანხმებები, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები და ინფორმაციები, რომლებიც ჟონავს ამ საიდუმლო მოლაპარაკებებიდან ოფიციალური განცხადებები საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების - ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს აბსოლუტურად კაპიტულანტური სტრატეგია აირჩია საქართველოს მთავრობამ, მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე რუსეთთან მიმართებაში. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათი ინტერის არის არა საქართველოს ინტერესების დაცვა, არამედ მათი პერსონალური შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან. პრემიერის განცხადება, კარასინის განცხადება, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება-ეს არის როგორც ჩანს მწყობრი ნაბიჯები, რომელიც აზიანებს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42