"ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოზეც ვრცელდება“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 16:05, 21 Mar, 2018     1171
„ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზეც ვრცელდება“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობს ევროკავშირის დელეგაცია, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ხელმძღვანელობს.

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, გეგმის ფარგლებში ჯამურად უკვე განხორციელებულია 4,1 მილიარდი ევროს ინვესტიცია, თუმცა 2020 წლამდე იგეგმება 44 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ევროპის საგარეო საინვესტიციო გეგმა წარმოადგენს ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომლის მიზანია აფრიკისა და ევროკავშირის სამეზობლო რეგიონის პარტნიორ ქვეყნებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას. აღნიშნული თანხის ინვესტიციები სწორედ ამ ქვეყნებზე ვრცელდება.

გეგმის მთავარი მიზანია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა, მდგრადი განვითარების წახალისება და არალეგალური მიგრაციის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლა.

გეგმა ასევე მოიცავს კერძო ინვესტორების დახმარებას, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი საინვესტიციო გეგმები, რაც მიმართულია სოციალური საჭიროებებისკენ და რომელთა დაფინანსებისთვის, საჯარო ფინანსებთან ერთად, შესაძლებელია საჭირო იყოს კერძო ფინანსური რესურსიც. პროგრამა დაეხმარება კერძო ინვესტორებს ასეთი ბიზნესების დაწყებასა და გაფართოებაში საბანკო გარანტიებითა და ტექნიკური დახმარებებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორთათვის რისკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

„ეს არის ის საგარანტიო მექანიზმები, რომელსაც მიიღებს ჩვენი კომერციული საბანკო სექტორი, რათა უკვე სექტორების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, ინოვაციებისა და სხვა მიმართულებების მიხედვით შეძლონ რისკების შემცირება ამ საგარანტიო მექანიზმების გამოყენებით და დაინტერესებულ პირებზე კრედიტების გაცემა. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას წაახალისებს. საბოლოოო ჯამში, ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც დიდი პროექტების კუთხით მსხვილი ინვესტორების შემოყვანის შესაძლებლობას მოგვცემს, ხოლო მცირე პროექტების მხრივ, რისკების შემცირების შესაძლებლობას უკვე პორტფელის მიხედვით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ამ ინსტრუმენტის გატარებაში პრაქტიკულად ყველა საინვესტიციო ბანკი, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გერმანიის საკრედიტო ბანკი იქნება ჩართული.

„შესაბამისად, თანხა არის ჩვენზე დამოკიდებული“, - დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42