„ჟენევის მოლაპარაკებებში, საქართველოს მიზანი იყო, რომ რუსეთს აეღო ძალის არგამოყენების ვალდებულება. იმ ნაბიჯით, რაც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ კითხვა ისმის, რა ხეირი საქართველოს აქედან? რა თქმა უნდა აუცილებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოსვლა, ჩვენ ის გვყავს დაბარებული პარლამენტში უმცირესობის ფორმატში და ის არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, როცა არ მოდის. ასევე ჩვენ მოვითხოვეთ პრემიერის მოსვლა, რადგან ჟენევის ფორმატში ცვლილებების ინიციატივა მას ეკუთვნის. მან უნდა გასცეს პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხი და გაიმართოს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ნებისმიერი ცვლილება ჟენევის მოლაპარაკებებში და ზოგადად როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალიზაცია.“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






