საქართველოს დღეს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
პოლიტიკა - 09:46, 22 Mar, 2018     3551
თბილისს დღეს , ოფიციალური ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.

პრეზიდენტები იმსჯელებენ ასევე: სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების, მეცნიერების, განათლებისა და მედიცინის, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით წარუდგენენ.

ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოს და ბელარუსის რამდენიმე უწყებას შორის გაფორმდება, მათ შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის; შეთანხმებას - ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ჟოდინოს შორის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის; მემორანდუმს - საქართველოს "საპარტნიორო ფონდსა" და "ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს" შორის; საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის; „საგზაო რუკას" ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის რეალიზაციის თაობაზე შეთანხმებას - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის; განზრახულობათა ოქმს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის; შეთანხმებას მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის;

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან.

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო -ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42